პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი ეკონომიკური მრჩეველი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა. 

აბაშიშვილმა ამ პოსტზე დავით პატარაია შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან, დაახლოებით, წელიწადნახევრიანი სამსახურის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მესამე უფროსია მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.