ღარიბაშვილი ბულგარეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 7 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს სტუმრობს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილი თავის ბულგარელ კოლეგას ბოიკო ბორისოვს და პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთს საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.
საქართველოს და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)