საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი, კახა კალაძე 8 დეკემბერს „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდება.
სამშაბათს დილით გავრცელებულ მოკლე განცხადებაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.
ეს უკვე მესამე შეხვედრა იქნება კალაძეს და მილერს შორის სექტემბრის შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წინა შეხვედრებზე მხარეებმა არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობები განიხილეს.