გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის 9 დეკემბრის განკარგულებით, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იმან განაპირობა, რომ გარდაბნის პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი გელა ნიორაძე გარდაიცვალა.
კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა.