სტამბოლში საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხუთშაბათს სტამბოლში თავის თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზს შეხვდა.

ხიდაშელი სტამბოლში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობს. ეს ფორმატი 2014 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმა მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს ყურადღება.

„თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ქართულ მხარეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა“, – აცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ხიდაშელმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივი წვრთნისა და განათლების პროგრამებზე იმუშავებს.

„შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს“, – განაცხადა მან.