ეროვნულმა ბანკმა ლარის მხარდასაჭერად 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ეროვნული ვალუტის, ლარის მხარდასაჭერად.
12 იანვარს ლარის გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.415–2.42 შეადგინა, ნაცვლად წინა დღეს არსებული – 2.419–2.425-სა.
ლარმა შარშან იანვრის შემდეგ საკუთარი ღირებულების 28.3% დაკარგა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 0.8%.
წელს ეს ეროვნული ბანკის პირველი ინტერვენცია იყო და მეორე, დაახლოებით, ბოლო სამი კვირის მანძილზე.
შარშან განხორციელებული ცხრა ინტერვენციის დროს ეროვნულმა ბანკმა 286.96 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ განაცხადა დეკემბრის დასაწყისში, რომ ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გამოიხატება ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებასა და სავალუტო ბაზარზე შეზღუდულ ინტერვენციებში, მხოლოდ იმ მიზნით. რომ შემსუბუქდეს გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობები.
2015 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვებმა 2.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2.479 მილიარდი აშშ დოლარს, ხოლო ერთი წლის წინ 2.699 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა.