წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 5.6% შეადგინა
"საქსტატის“ მონაცემების თანახმად, თებერვალში წლიური ინფლაცია წინა თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა და 5.6% შეადგინა.
2016 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
თებერვალში ფასები ყველაზე მეტად ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე გაიზარდა და 14.3% შეადგინა, რაც, სავარაუდოდ, თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.
სურსათზე ფასები თებერვალში 4.6%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 10.5%–ით გაიზარდა.
ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე თებერვალში 1.5%–ით შემცირდა.