კვირიკაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე „გარკვეული პროგრესია“
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გარკვეული პროგრესი“ არის მიღწეული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
„პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების საქმეზე, არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ხუთშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
„პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი. იმედი მაქვს რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება“, – დასძინა მან.
- პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ‘შემაშფოთებელ კლიმატზე’
- ჟურნალისტის თქმით, მას პირადი ცხოვრების ვიდეოს გამოქვეყნების მუქარის არ ეშინია
- პოლიტიკოსებს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით ემუქრებიან
- კვირიკაშვილმა დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება და უმკაცრესი პასუხის პირობა დადო
- პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
14 მარტს რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ. მუქარის ტექსტი თან ახლდა გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო. მუქარის ადრესატები სამი პოლიტიკოსი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არიან, რომელთაც მოუწოდეს 31 მარტამდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსეს. ამ მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს ფარულად ჩაწერილი ინტიმური კადრების ამსახველი ცალკე ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)