პრეზიდენტი მარგველაშვილი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს ძალისხმევა მშვიდობისკენ მიმართონ
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ ძალისხმევა მთიან ყარაბაღში განახლებული ბრძოლების დასრულებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მიმართონ.
- სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი
- თავდაცვის მინისტრი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
- თბილისი მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთებულია
„დღეს მე მინდა ხაზგასმით მოვუწოდო, უკვე კავკასიის რეგიონის კონტექსტში, ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც არის სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.