პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი PACE–ს სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 18 აპრილს იხსნება.

PACE–ს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის პროექტის მიხედვით, რომელიც პარასკევს გავრცელდა, კვირიკაშვილის გამოსვლა 21 აპრილს იგეგმება.

სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ასევე მიმართავენ სიტყვით PACE–ს, ავსტრიის პრეზიდენტი  ჰაინც ფიშერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და თურქეთის პრემიერ–მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ არიან.