ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3.47 მილიონს შეადგენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 473 316–ს შეადგენს.
ცესკო ამომრჩეველთა სიებს იმ მონაცემების საფუძველზე ადგენს, რომელსაც შესაბამისი უწყებები, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მას ყოველკვარტალურად აწვდის.
ცესკომ განახლებული მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გამოაქვეყნოს.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასევე მოიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში.
საქართველოს საარჩევნო ოლქების დიდი ნაწილი ახალ საზღვრებში ჩამოყალიბდა ამომრჩეველთა მეტი თანაბრობის უზრუნველყოფის მიზნით.
შედეგად, ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები აღარ ემთხვევა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.
ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე უმცირესში 41 598–დან (თბილისის ერთმანდატიანი ოლქი, რომელიც ძირითადად ვაკის რაიონს მოიცავს) ყველაზე უმსხვილესში 54 168–მდე მერყეობს (რუსთავის ორი ერთმანდატიანი ოლქიდან ერთ–ერთი).
ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მაჟორიტარული ოლქების ფორმირების ახალი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, განაცხადეს რა რომ საზღვრები ოპოზიციური პარტიების საზიანოდ შეიცვალა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს. განაჩენის მიღებამდე, მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ საარჩევნო კოდექსის სადავო დებულებების მოქმედების შეჩერებას, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნაა არ დააკმაყოფილა.