წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ მაისში 2.1% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა.  აპრილში ზრდის ტემპი 4.3% იყო. 
 
2016 წლის პირველ ხუთ თვეში საშუალო რეალურმა ზრდან 2.9% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 2.5% იყო.

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.