ფულადი გზავნილები 2016 წლის პირველ ნახევარში 1.5%–ით შემცირდა
ეროვნული ბანკის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში საგარეო ფულადი გზავნილები 2016 წლის პირველ ნახევარში 1.5%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 530.18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გზავნილები რუსეთიდან, რომელიც ფულადი გზავნილების მთავარი წყაროა საქართველოსთვის, 15.19%–ით შემცირდა 2016 წლის იანვარ–ივნისში და 173.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან ასევე შემცირდა 2016 წლის პირველ ექვს თვეში და 62.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%–იანი კლებაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ფულადი გზავნილები იტალიიდან 12.7%–ით გაიზარდა და 59.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ ნახევარში; შემდეგ მოდის აშშ – 56.7 მლნ აშშ დოლარი (20%–იანი ზრდა); თურქეთი – 39.2 მლნ აშშ დოლარი (9.2%–იანი ზრდა); ისრაელი – 25.8 მლნ აშშ დოლარი (80.8%–იანი ზრდა); ესპანეთი – 15.13 მლნ აშშ დოლარი (23%–იანი ზრდა); გერმანია – 14.9 მლნ აშშ დოლარი (23.8%–იანი ზრდა); უკრაინა – 9.5 მლნ აშშ დოლარი (4.8%–იანი კლება).
2015 წელს ფულადმა გზავნილებმა 1.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%–იანი კლება იყო წინა წელთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)