გომელაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური 3 აგვისტოს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„შეხვედრის დროს მათ ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს სპეციალური სამსახურების ურთიერთქმედებამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების გაძლიერებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ბაქოში გომელაური ასევე შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, მადათ გულიევს და „უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები“ განიხილა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)