გამომძიებელმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სავარაუდო ზეწოლის შესახებ გამოკითხა
მთავარი პროკურატურის გამომძიებელმა 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გამოკითხა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც 9–წევრიან სასამართლოზე სავარაუდო ზეწოლას ეხება.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუაშვილმა განაცხადა 21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ სასამართლოს „ზოგიერთი მოსამართლის“ მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.
პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა, რომელიც ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდა, რათა პაპუაშვილისგან ინფორმაცია მიეღო, გამოკითხვის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და უთხრა ჟურნალისტებს, რომ პროკურატურა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი რვა წევრის გამოკითხვის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 1 აგვისტოს, რომ რვავე მოსამართლემ უარყო მათზე რაიმე ზეწოლის განხორციელების ფაქტი.