რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სია
რესპუბლიკურმა პარტიამ 5 აგვისტოს მის პარტიულ სიაში დეპუტატობის პირველი 19 კანდიდატის ვინაობა დაასახელა, რომლის სათავეშია პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
მათგან უმეტესობა ასევე კენჭს იყრის როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სხვადასხვა ერთ-მანდატიან ოლქებში.
- დავით უსუფაშვილი – ის ასევე კენჭს იყრის მაჟორიტარობის კანდიდატად თბილისის საბურთალოს რაიონის #6 ოლქი;
- ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის #69 ოლქში;
- დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი – მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში ვაკის #3 ოლქი;
- თინა ხიდაშელი – ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ასევე იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზესტაფონის #52 ოლქში;
- დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე – მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში დიდუბის რაიონის #15–ეოლქი;
- დეპუტატი თამარ კორძაია – მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქში;
- დავით ზურაბიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე იყრის კენჭს როგორც მაჟორიტარი კანდიდატი თბილისში საბურთალოს რაიონის #5 ოლქში;
- დეპუტატი თამარ ხიდაშელი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს #4 ოლქში;
- დეპუტატი ნოდარ ებანოიძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #51 ოლქში რომელიც ძირითადა მოიცავს ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს;
- დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე;
- ბაია რომელაშვილი;
- გიორგი თოდუა;
- დეპუტატი თემურ ნერგაძე;
- დეპუტატი მალხაზ წერეთელი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭიათურაში;
- ტრისტან ჯინჭარაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთის #71–ე ოლქში;
- ნინო ლომიძე;
- ზვიად ყვირალაშვილი – გურჯაანში #24–ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
- ნატო ქათამაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისის #48–ე ოლქში;
- ირინე გელაშვილი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურის #43–ე ოლქში