საქართველომ ოლიმპიური ვერცხლი მოიგო ძიუდოში
საქართველომ მეორე მედალი აიღო რიო დე ჟანეიროში მიმდინარე 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მას შემდეგ, რაც ძიუროდისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა 10 აგვისტოს ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხების შედეგად.
მანამდე ლიპარტელიანმა ნახევარფინალში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი დონგ ჰან გვაკი დაამარცხა.
ეს საქართველოს მეორე მედალია რიოს ოლიმპიადაზე; ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში ქვეყანას ოლიმპიური ბრინჯაო მოაგებინა.
საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავდაპირველად რიო დე ჟანეიროში 39 სპორტსმენი გაგზავნა, რაც ყველაზე მასშტაბური შემადგენლობა იყო ქვეყნისთვის.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ძალოსნები დოპინგთან დაკავშირებული დარღვევების გამო ოლიმპიადიდან მოხსნეს, გამოთავისუფლებული კვოტა რვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც, გადანაწილდა და ამან ქართული ოლიმპიური გუნდი 40-მდე გაზარდა.