თურქული ხომალდი აჭარაში ზღვაში დაკარგული ორი ქართველი სამხედროს სამძებრო ოპერაციაში ჩაერთო
აჭარაში, საწვრთნელი ყვინთვის დროს შავ ზღვაში დაკარგული ორი ქართველ სამხედროს სამძებრო ოპერაციები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება 20 აგვისტოს.
ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, ოპერაციაში თურქეთის საზღვაო ძალების ნაღმსაწინააღმდეგო გემი Akçakoca ჩაერთო.
თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მონაწილეობს ძებნის ოპერაციაში.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო 16 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების“ დროს, გონიოს გასწვრივ ზღვაში ღრმად ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ვერ შეძლეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა.
ინციდენტის დეტალები არ არის ნათელი, თუმცა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის იმ მუხლით არის დაწყებული, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ეხება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გონიოს სანაპიროზე 20 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სულ ცოტა სამი დღე მაინც დარჩება, თუმცა თუ ხელშესახები შედეგი არ დადგა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც დაყოვნდეს.