კვირიკაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრემიერ–მინისტრთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი 29 აგვისტოს თბილისს სტუმრობდა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)