კვირიკაშვილი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

იგი თავის სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდება.   

სომხეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრი 31 აგვისტოს ბაქოს სტუმრობდა.