ფულადმა გზავნილებმა 2016 წლის იანვარ–სექტემბერში 831.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში საგარეო ფულადი გზავნილები 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 3.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 831.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სექტემბერში ფულადი გზავნილები 13%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 100.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც აგვისტოსა და ივლისში, შესაბამისად, 25.3%–იანი და 10.3%–იანი ზრდა დაფიქსირდა.
გზავნილები რუსეთიდან, რომელიც ფულადი გზავნილების მთავარი წყაროა საქართველოსთვის, 12.3%–ით შემცირდა 2016 წლის იანვარ–სექტემბერში და 282.88 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან 1.5%–ით გაიზარდა გასული წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით და 92.89 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 25.6%–ით გაიზარდა და 91.63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის იტალია – 88.8 მლნ აშშ დოლარი (11%–იანი ზრდა); თურქეთი – 61.89 მლნ აშშ დოლარი (15.7%–იანი ზრდა); ისრაელი – 42 მლნ აშშ დოლარი (83%–იანი ზრდა); გერმანია – 21.96 მლნ აშშ დოლარი (15.5%–იანი ზრდა); ესპანეთი – 22.86 მლნ აშშ დოლარი (16.1%–იანი ზრდა).
2015 წელს ფულადმა გზავნილებმა 1.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%–იანი კლება იყო წინა წელთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)