მიხეილ ჯანელიძე ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთოს 23-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ჰამბურგი 8–9 დეკემბერს მასპინძლობს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს პლენალურ სხდომაზე; ასევე დაგეგმილია შეხვედრები სუამის ფორმატში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამბურგში ბრიუსელიდან გაემგზავრება, სადაც მან 7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაში და ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა უნგრელ, რუმინელ, ბულგარელ, ლიტველ, ესპანელ, ბერძენ, შვედ და ესტონელ კოლეგებთან.