საქართველოს ლიდერები გმობენ ბერლინში მომხდარ თავდასხმას

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვეს ბერლინში დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 მოქალაქე კი დაშავდა.

„ვუთანაგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, „ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“.