აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას განახლებული მთავრობა ჰყავს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 19 დეკემბერს 14 ხმით რეგიონის განახლებული მთავრობა დაამტკიცა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარადგინა.
აჭარის მთავრობაში ოთხიდან ორი ადგილი ახალმა მინისტრებმა დაიკავეს.
ზაალ მიქელაძე, საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორი, აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრად დაწინაურდა; ინგა შამილიშვილი, ბათუმის სახელმწეიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კი, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გახდა.
რამაზ ბოლქვაძემ და ლაშა კომახიძემ თავიანთ თანამდებობები შეინარჩუნეს ფინანსთა და ეკონომიკის და ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, შესაბამისად.
რეგიონის მთავრობის ხელახლა ფორმირება უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებმა განაპირობა, რომლის შედეგადაც, მმართველი პარტია ქართული ოცნება 21-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 14-წევრიანი უმრავლესობით მოვიდა და მთავრობის თავმჯდომარედ კვლავაც ზურაბ პატარაძის დამტკიცებას დაუჭირა მხარი, რომელიც რეგიონს ივლისიდან მართავდა. ოპოზიციამ, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობის 5 დეპუტატთან ერთად ასევე შედიან ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობისა“ და პატრიოტთა ალიანსის თითო წარმომადგენელი, არც პატარაძისა და არც მისი მთავრობის დამტკიცებას ხმა არ მისცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)