წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში მშპ–ის ზრდამ 2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა, ოქტომბერში არსებული 1.3%-იანი ზრდის შემდეგ.

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.4% შეადგინა.

2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 21 დეკემბერს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად თავდაპირველად პროგნოზირებული 3%-დან 2.7%-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის დაზუსტებულ მაშვენებელზე ნაკლებია – შარშან საქართველოს ეკონომიკა 2.9%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.

2017 წლის ბიუჯეტში მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.