წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს მშპ–ის ზრდამ 2.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა დეკემბერში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3% შეადგინა მას შემდეგ, რაც ნოემბერში 2%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია 2014 წელს არსებულ 4.6%-თან, 2013 წელს არსებულ 3.4%–თან და 2012 წელს არსებულ 6.4%–თან შედარებით.

2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 21 დეკემბერს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად თავდაპირველად პროგნოზირებული 3%-დან 2.7%-მდე შემცირდა.

2017 წლის ბიუჯეტში მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.