საქართველოში ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ღონისძიებას უხუცესები პანკისის ხეობიდან და ინგუშეთის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას, მონაწილეებს განუცხადა, რომ დეპორტაცია იყო „უმძიმესი ტრაგედია და ამ ტრაგედიაში ქართველები დეპორტირებულებს გვერდით დაუდგნენ“.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით ინგუშეთში მიმდინარე ანალოგიური ღონისძიებიდან საქართველოში ვიდეო-ხიდი გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)