ლარი გამყარებას განაგრძობს
ქართული ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2 მარტს 2.4828-მდე გამყარდა.
ერთი დღით ადრე ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5494 იყო.
ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებაში და 2.6176 შეადგინა. წინა დღეს გაცვლითი კურსი 2.7016 იყო.
ოქტომბრამდე, ერთი თვის განმავლობაში ლარი შედარებით სტაბილური იყო და აშშ დოლართან მიმართებაში 2.29-2.32-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც 30%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ლარმა გაუფასურება კვლავ განაგრძო და 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა.
ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარება დაახლოებით სამ დღეში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ბანკმა 20 დეკემბერს სავალუტო აუქციონზე ლარის მხარდასაჭერად 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში ის გაუფასურებას განაგრძობდა და მხოლოდ თებერვლის დასაწყისიდან გამყარდა.
2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 24 ინტერვენციის ფარგლებში სულ 280 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.