ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია გამოქვეყნდა
ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა 8 მარტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს რეგულაცია გამოაქვეყნა.
„მიჩნეულია, რომ საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. შედეგად, ის აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს იმისათვის, რომ მისი მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საჭირო სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია რეგულაციის ტექსტში.
რეგულაცია ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა და შედეგად, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში 180-დღიან პერიოდში 90 დღით საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური მიზნებით გაემგზავრებიან, ვიზები აღარ დასჭირდებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)