ათენში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ევროპულ ფესვებზე საუბრობს
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და სტუდენტების ჯგუფთან ერთად 28 მარტს ათენში გაემგზავრა.
ათენის უნივერსიტეტში, სამეცნიერო უნივერსიტეტში „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ ფესვებს.
„საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. „პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელეთ. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად – იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება“.
Visited Acropolis of #Athens with #Georgian students and scholars. #VisaFree ???????????????????????? pic.twitter.com/hbui0xxnEj
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) March 28, 2017
„ათენში, საქართველო უფრო ახლოს გრძობს თავს ევროპასთან, სულიერად და კულტურულად“, – განაგრძო კვირიკაშვილმა.
„ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებებიდან დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების მანძილზე, ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები და ერები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ“.
„ერთად ჩვენ მზად ვართ შევქმნათ არაჰეგემონური კავშირი, რომელიც ჩვენზე მორგებული იქნება ჩვენი კულტურული უნიკალურობის მშვენიერებით და იმ სიკეთეებით, რომლის შექმნაც და გაზიარებაც ჩვენ შეგვიძლია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ამ გეგმაში საქართველოს თავისი როლი და ადგილი აქვს. ჩვენ ისტორიის იგივე ვერსიას ვიზიარებთ და საქართველო ეძებს ადგილს პოტენციურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად და სულიერად ამ ევროპულ სამეზობლოში, რომელსაც ვიზიარებთ და ჩვენად მიგვაჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ევროპული განაცხადი, განაგრძო პრემიერ-მინისტრმა, „მეტ აზრს იძენს ათენში, ვიდრე სადმე სხვაგან ევროპაში, ათენიდან, სადაც დაიბადა რაციონალიზმი და სადაც დაიბადა დემოკრატია, როგორც თავისუფლება იმ წესებით ცხოვრებისა, რომელსაც თქვენ ადგენთ“.
„ჩვენ ვეძებთ ადგილს ევროპულ სისტემაში, რომელიც პატივს სცემს სუვერენიტეტს და დაფუძნებულია თავისუფლებებზე, უფლებებზე და სოლიდარობაზე. ჩვენ გვაქვს შეხვედრა ისტორიასთან და ეს მოგზაურობა ბევრი ქართველისთვის და პირადად ჩემთვის სწორედ ათენიდან იწყება“, – დასძინა მან.
ათენში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი თავის ბერძენ კოლეგას, ალექსის ციპრასს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)