აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს შეხვდა
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, 6 აპრილი , 2017. ფოტო: Facebook/საქართველოს საელჩო აშშ-ში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს თეთრ სახლში საქართველოს ელჩს აშშ-ში, დავით ბაქრაძეს უმასპინძლა.
აშშ-ში საქართველოს საელჩო იტყობინება, რომ „დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება“.
დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, განაცხადა საელჩომ.
დავით ბაქრაძე, რომელსაც მანამდე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოს ელჩად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)