საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი 12 აპრილს ინდოეთში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატიმ მოაწერეს.
საქართველოს ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება, სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე არ არსებობდა. ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო.