საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 59.3%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა
საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 59.3%-მა 16 აპრილს თურქეთში გამართულ რეფერენდუმზე მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოში თურქეთის მოქალაქეებისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ერთი თბილისში, თურქეთის საელჩოში, ხოლო მეორე ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში.
1789 ამომრჩევლიდან 711-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობამ 39.7% შეადგინა.
ხმის მიცემის შედეგები ორ უბანზე განსხვავებული იყო; თბილისში ამომრჩეველთა 65.1%-მა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 34.9%-მა მხარი დაუჭირა; ხოლო ბათუმში 50.9%-მა მისცა წინააღმდეგ ხმა, ხოლო 49.1%-მა მხარი დაუჭირა.
16 აპრილს გამართული რეფერენდუმი თურქეთის კონსტიტუციაში რადიკალური ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს და საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)