ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობაზე განაცხადი 68 კანდიდატმა შეიტანა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა, განაცხადა სამინისტრომ 18 აპრილს.
საქართველოს მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 13-წევრიანი სახელმწიფო კომისიის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამს შეარჩევს.
განაცხადების მიღების პროცესი 21 თებერვალს დაიწყო მას შემდეგ, რაც 24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.
მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ სამი კანდიდატიდან, რომელთაც თითოეული წევრი სახელმწიფო წარადგენს. საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა.