კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით 8-10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ 5 მაისს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე.