ყოფილი ქართველი სამხედრო უკრაინის მხარეს ბრძოლის დროს მოკლეს

ქართული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონში მოკლეს.

44 წლის დავით სიხარულიძე, რომელიც აიდარის ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა, 11 მაისს სოფელ ნოვოლუგანსკოეს მახლობლად დაიღუპა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ დავით სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა, ხოლო 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.