კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარატ კულახმეტოვი, რომელიც 2004-2008 წლებში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ერთობლივი სამშვიდობო ძალების მეთაური იყო, მოსკოვის ახალ ელჩად დანიშნა ცხინვალში.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 23 მაისს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კულახმეტოვი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“ დაინიშნა.

2004 წელს სამშვიდობოების მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე მურატ კულახმეტოვს ჩრდილოეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის არმიის მე-19 დივიზიის მეთაურის პოსტი ეკავა. 

2011 წლიდან კულახმეტოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

კულახმეტოვი ახალ თანამდებობაზე ელბრუს კარგიევს შეცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლიდან, რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეკავა.