აშშ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით ‘შეშფოთებულია’

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა რომ „შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი  სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.“

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ბევრ საქმეზე გამოძიების ერთდროულად დაწყება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშწორების თაობაზე ლეგიტიმურ შეშფოთებას წარმოშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა", – ნათქვამია 23 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„როგორც ეს უმაღლეს დონეზე შეხვედრისას განვიხილეთ თებერვალში პრემიერ ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისას, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ქვეყნის ენერგია მიმართონ მომავალისკენ, ძლიერი ეკონომიკისკენ, მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმებისკენ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სწრაფი პროგრესისკენ", –  განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.