კათოლიკოს-პატრიარქი: ევროსტრუქტურებში გაწევრიანება ‘აუცილებელია ჩვენთვის’
საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 25 აპრილს განაცხადა, რომ „საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი“.
„ეს აუცილებელია ჩვენთვის“, – აღნიშნა მან.
ილია მეორემ ეს განცხადება საპატრიარქოში მალტის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯორჯ ველას სტუმრობისას გააკეთა, რომელიც თბილისში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს, პრემიერ ღარიბაშვილს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
გასულ თვეში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეკლესია „ყველაფერს გააკეთებს“ იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.