აფხაზეთში ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირის გამო ხუთი პირი დააკავეს
ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს აფხაზეთში, რომელთაც ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირების ქონა ედებათ ბრალად, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 8 ივნისს.
ხუთივე პირი სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურმა 8 ივნისს „რუს კოლეგებთან ერთობლივი ქმედებების შედეგად“ დააკავეს, ნათქვამია განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
დაკავებულები „ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“ რუსულ მხარეს გადასცეს, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ.