სოხუმში აფეთქების შედეგად ერთი პირი დაშავდა
სოხუმში 19 ივნისს საღამოს მამაკაცი დაიჭრა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება კალმიკოვის ქუჩაზე მოხდა და მისმა ტალღამ ორი ახლომდებარე შენობა უმნიშვნელოდ დააზიანა.
აფეთქების შედეგად, 43 წლის აფხაზეთის ომის ვეტერანს, რუსლან არგუნს, ფეხის ნაწილის ამპუტაცია დასჭირდა.
აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენის მუხლებით დაიწყო.