კვირიკაშვილი კახა კალაძის ‘საინტერესო’ პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს
24 ივნისს, შუახევის ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე გააკეთა მინიშნება და აღნიშნა, რომ მან, მინისტრის პოსტზე მუშაობისას, „არაერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა”.
„მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს… მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენი სახელითაც მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კახა კალაძე, რომელმაც იტალიური საფეხბურთო კლუბის „მილანის“ შემადგენლობაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, 2011 წელს შეუერთდა იმ დროს ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას – დემოკრატიულ საქართველოს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის სათავეში იყო. სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შემდეგ, კალაძე ახალი პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებიდან მალევე ის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური)