თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება

16:00 საათის მდგომარეობით, თბილისში ერთ-ერთ ბინაში განთავსებული შეიარაღებული ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება.

სროლები პერიოდული პაუზებით კვლავ გრძელდება როგორც კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლების, ისე ეჭვმიტანილების მხრიდან. 

ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.