რუსეთის საგუშაგო ტრასის იგოეთის მონაკვეთზე
რუსული ძალების მიერ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ოგიეთთან გახსნილი ბლოკსაგუშაგო ქვეითთა საბრძოლო მანქანებით იყო გამაგრებული. ეს იყო რუსული ძალების უახლოესი საგუშაგო თბილისიდან. საგუშაგო 22 აგვისტოს მოხსნეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმიდან უკან დაიხიეს. ქვემოთ მოცემულია 20 აგვისტოს და 21 აგვისტოს მოვლენების ამსახველი რამდენიმე ფოტო.