წინასაარჩევნო კამპანია ფოტოებში

წინა ორი  – 2008 წლის მაისის საპარლამენტო და იანვრის საპრეზიდენტო  – არჩევნებისგან განსხვავებით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების კამპანიის წარმოება არც თუ ისე ინტენსიური იყო. ბევრი დამკვირვებელი იმაზე თანხმდება, რომ პარტიები ამჯერად უფრო საქმიან კამპანიას აწარმოებდნენ, ვიდრე კონფრონტაციულს. წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარი ყურადღება თბილისზე გამახვილდა, რადგან დედაქალაქი პირველად ირჩევს მერს პირდაპირი წესით.