საპროტესტო აქცია, 23 მაისი

საპროტესტო აქციების მესამე დღეს სახალხო კრებამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ 25 მაისს საპროტესტო აქციის ადგილის გადატანას თავისუფლების მოედანზე გეგმავდა, რათა ხელისუფლებისთვის იქ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის „მშვიდად“ ჩატარების საშუალება არ მიეცათ. მომიტინგეთა რაოდენობა ღამით რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე მერყეობს დღის საათებში.