დაპირისპირება მაესტროს გარშემო

ტელეკომპანია მაესტროს მაუწყებლობა რამოდენიმე საათით შეწყვეტილი იყო 30 ნოემბრის დილით კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველი კომპანიის მფლობელს ეროსი კიწმარიშვილს შორის დაპირისპირების გამო. კიწმარიშვილი, რომელმაც არხის ხელმძღვანელობა დაითხოვა, აცხადებს, რომ მას უფლება აქვს გააკონტროლოს ტელევიზია. „მაესტროს“ თანადამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა კიწმარიშვილი არხის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა და ეჭვი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარების უკან ხელისუფლება დგას. „მაესტროს“ მაუწყებლობა შუადღისთვის განახლდა, როცა ღლონტმა და რამოდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც საეთეროში შიგნიდან ჩაიკეტნენ, პირდაპირ ეთერში გააკეთეს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებები.