წყალდიდობის შემდეგ
თბილისის მერიამ განაცხადა 13 მაისს, რომ წყალდიდობის შედეგად ორთაჭალის რაიონში უსახლკაროდ დარჩენილმა თერთმეტივე ოჯახმა თავშესაფარი მიიღო. 12 მაისს საღამოს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმის შედეგად ორთაჭალაში ღვარცოფი წარმოიქმნა, რამაც რამდენიმე ვიწრო ქუჩის დატბორვა გამოიწვია. ეს ფოტოები ძირითადად ორთაჭალაშია გადაღებული წყალდიდობის მეორე დღეს, 13 მაისს.