თბილისის მუსიკალური ფესტივალი Open Air

2009 წელს, როდესაც საქართველომ უარი თქვა მოსკოვში ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე იმის გამო, რომ ევროვიზიის ორგანიზატორთა მოწოდება არ გაითვალისწინა და არ შეცვალა სიმღერის ტექსტი: ”We Don’t Wanna Put in”, საქართველოს ხელისუფლება თბილისში მუსიკალური ფესტივალის „ალტერვიზიის“ ორგანიზებას დაეხმარა. წელს თბილისის Open Air 2012 მთაწმინდის პარკის გადასახვევთან 2–3 ივნისს ჩატარდა, რომელშიც რვა ქართულმა და ექვსმა უცხოურმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის რუსულმა ჯგუფმა DDT, რომელმაც ფესტივალი დახურა და რომლის გამოსვლასაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური)