რაბათი, ახალციხე

ქალაქ ახალციხის ძველი ნაწილი, რომელიც რაბათის სახელით არის ცნობილი, 15–თვიანი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 16 აგვისტოდან ღიაა დამთვალიერებლებისთვის. შუა საუკუნეების დროინდელი ეს მრავალკულტურული კომპლექსი თავისი ციხე–კოშკებით, მეჩეთით და სხვა ნაგებობებით დაახლოებით შვიდ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს მთიან მაღლობზე, რომელიც ახალციხეს გადაჰყურებს. გახსნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად რაბათში 100 000 ვიზიტორს ელის. მან ასევე შეაქო პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობდა, როგორც „ნამდვილი გმირი“.